ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წეროვანში მამაკაცს გონების დაკარგვამდე სცემეს – დახმარება ვთხოვეთ ერთ-ერთ კაცს, რომელიც თავს უმიზეზოდ დაგვესხა

წეროვანში კაცს გონების დაკარგვამდე სცემეს – ამის შესახებ ინფორმაციას TV Monitoringi ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის წარმომადგენლებზე გუშინ მოხდა, როდესაც წეროვანში ჩასულებს, გზა აებნათ.

დაზარალებულის მეუღლე ყვება, რომ დასახლებაში მათ დახმარება ერთ-ერთ შემხვედრ კაცს სთხოვეს, რომელმაც მის მეუღლეს უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ქალის თქმით, მისმა ქმარმა ცემისას გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

“ვიყავით წეროვანში, გზა აგვებნა და დახმარება ვთხოვეთ ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც უმიზეზოდ თავს დაგვესხა. ფიზიკურად გაუსწორდა მანქანაში მჯდომ ჩემს მეუღლეს, რის გამოც მან გონება დაკარგა და ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცს კიდევ ურტყამდა. ვითხოვთ რეაგირებას და ობიექტურ გამოძიებას” – თქვა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა, ირინა ბერკაცაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

იტვირთბა....