ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაუშვებელია ჩვენი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა” – აფხაზი ჟურნალისტები მედიის შევიწროვებაზე ალაპარაკდნენ

აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირი აქვეყნებს განცხადებას დე ფაქტო მთავრობის მიერ აფხაზეთში ჟურნალისტების უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების შესახებ. მათი თქმით, ხშირია ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტები.

ზემოაღნიშნული კავშირის განცხადების თანახმად, 2022 წლის 23 ნოემბერს ადგილობრივი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალების შეკრებაზე სახელმწიფო მედია საშუალებების ჟურნალისტები გასაშუქებლად არ მივიდნენ.

“სანდო წყაროებით ცნობილი გახდა, რომ მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა რედაქციებმა მიიღეს მითითება, არ დაესწრონ და არ გააშუქონ აღნიშნული ღონისძიება. აღნიშნული ფაქტი ზღუდავს არა მხოლოდ რედაქციების საქმიანობას, ასევე, არღვევს მოქალაქეების კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს, მიიღონ ოპერატიული და სანდო ინფორმაცია”, – წერია ჟურნალისტთა კავშირის განცხადებაში.

ჟურნალისტებმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელებს მიმართეს.

“სიტყვის თავისუფლება დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული მონაპოვარია, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული და ვერცერთ გარემოებაში იქნება დაშვებული მოქალაქეების, ჟურნალისტების და მედია რედაქციების უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....