aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

სააკაშვილი ვაჟკაცურად ჩამოვიდა და აგვისტოს ომის დროს მისი “სიმხდალის” მითი დაამსხვრია – ჩარკვიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

“მიშა სააკაშვილი არ უნდა ჩამოსულიყოს” საპასუხოდ: მიშამ ამ ისტორიული სვლით უდიდესი პოლიტიკური სვლა აჩვენა , ჩამოვიდა ვაჟკაცურად, ყველა , რუსეთის უშიშროების მიერ “დატრიალებული მითი” მისი ანუ მიშას ,ომის დროს “სიმხდალის” შესახებ ( რომ დაბომბვის დროს მიწაზე “ფორთხავდა” და დაცვას ეფარებოდა) ერთ წამში დაამსხვრია, ჩამოვიდა სრულიად შეგნებულად მტრების-პუტინის პატიმარი ციხეში-ეს არის დიდი პოლიტიკოსის სვლა, აი დახვდა თუ არა იმ თავგანწირვით ( განსაკუთრებით ვისაც ეს მოეკითხებოდა პირველ რიგში -მის დაფუძნებულ პარტიაში ხელმძღვანელობას)მისი თავგანწირვის საპირწონედ???? აი ეს კითხვა უფრო ლეგიტიმური იქნებოდა ?!
ჩამოვიდა იმიტომ რომ მაღალი კლასის პოლიტიკოსია!!!! ( არ უნდა ჩამოსულიყოო ოჯახის რომელიმე წევრი თუ ამბობს სრულიად ნორმალურია -სრულიად გასაგებია, მაგრამ ის დიდი პოლიტიკოსია და მან დიდი სვლა გააკეთა)
ეს ჩემი აზრია….. ისტორია აჩვენებს რომ ეს დიდი პოლიტიკური სვლა იყო!
ყველაფერი კარგად იქნება, მიშა უნდა გადარჩეს!✌️
” საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი” ,ციხეში სანახავად რომ ვიყავი, მაშინ მითხრა მიშა სააკაშვილმა:ჯანსუღის ამ სტრიქონებს სკოლაში ვამბობდი 14 წლის რომ ვიყავი და მაშინ პირველად გავიცანი ჯანსუღიო.
ცოტაც გაუძელი პრეზიდენტო!✌️არ ჰყავს ქვეყანას დასაკარგავი პრეზიდენტი!!!!!
– წერს თამარ ჩარკვიანი.

იტვირთბა....