ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

საქართველოში მსოფლიო ბრენდის 13 სასტუმრო აშენდება

2016-2017 წლებში საქართველოში 13 თანამედროვე სტანდარტების მქონე სასტუმროს მშენებლობა განხორციელდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის თანახმად, თბილისში განთავსდება 7 სასტუმრო – Hilton Garden Inn, Park Inn by Radisson, Millenium Hotel, Rixos, Hyatt Regency, Moxy Mariott და Intercontinental. ოთხი სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი ბათუმში – Crown Plaza, Babylon tower, Cube tower და Princess hotel.

სასტუმრო Radisson Blu Resort აშენდება წინანდალში, ხოლო ქუთაისში სასტუმრო Best Western განთავსდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 19 ახალი სასტუმრო გაიხსნა, რითაც საწოლი ადგილების არსებული რაოდენობა 3 200 -ით გაიზარდა.

”2015 წლის მდგომარეობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული განთავსების საშუალებების რაოდენობამ 1,475 შეადგინა, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობამ 51,381. თბილისი ლიდერია 13,168 (25,6%) საწოლი ადგილით, მას მოსდევს აჭარის რეგიონი – 11,293 (22%) რაოდენობით”. – ნათქვამია ანგარიშში.

იტვირთბა....