ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინაში, ომის დაწყების დღიდან, 15 ათასი ადამიანი გაუჩინარდა

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის (ICMP) ინფორმაციით, უკრაინაში ომის განმავლობაში 15 ათას ადამიანზე მეტია დაკარგული.

როგორც კომისიის დირექტორმა, მეთიუ ჰოლიდეიმ სააგენტო Reuters-ს უთხრა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რეალური მაჩვენებელი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, რადგან უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მხოლოდ მარიუპოლშია დაკარგული 25 ათასი ადამიანი.

ჰოლიდეი მიიჩნევს, რომ დაკარგულთა საქმეების ძიება უკრაინაში წლების განმავლობაში გაგრძელდება, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც კი.

კომისიის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ამ 15 ათასიდან რამდენია იძულებით გადაადგილებული, რამდენი იმყოფება რუსეთის ტყვეობაში, ან რამდენია დაღუპული.

„ახლა მთავარია, მივიღოთ ყველა აუცილებელი ზომა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის იდენტიფიცირება მოვახერხოთ. დაკარგულთა და დაღუპულთა დიდი უმრავლესობა ომის დანაშაულის მსხვერპლია, ამიტომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ,“ – ამბობს ჰოლიდეი.

ICMP – უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისია ბალკანეთის ომების შემდეგ 1990-იან წლებში შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი ოფისი ჰააგაშია, თუმცა ივლისში კომისიამ წარმომადგენლობა გახსნა კიევში.

იტვირთბა....