ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს” – დავით ხიდაშელი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა. ბიზნესმენის თქმით, სახელწმიფო იმდენად უსუსურია, რომ მას ვერ იცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასხმებისაგან.

“რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე!

საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა.

საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს გამოვაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა, იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში . ერთი დაველოდები მსურველებს, რომ გავიგო, ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!” – აღნიშნავს ხიდაშელი.

იტვირთბა....