ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს – არიან დაღუპულები

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის განცხადებით, ხუთშაბათს საღამოს, საცხოვრებელი უბნის რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, 21 კი დაშავდა.

“დღეს არის კიდევ ერთი საშინელი ფურცელი ჩვენი გმირი ქალაქის ისტორიაში. მხოლოდ საღამოს – 21 დაჭრილი და 7 გარდაცვლილი”, – დაწერა მან Telegram-ზე.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს საღამოს რუსმა დამპყრობლებმა დაბომბეს ხერსონი არტილერიით და MLRS-ით. დაბომბვის გამო მაღალსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

იტვირთბა....