ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპირებულ ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაცია განხორციელდა

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა საერთაშორისო მედია The Guardian-ს ინტერვიუ მისცა. დანილოვმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ირანელი სამხედრო მრჩევლების დაიღუპვა დაადასტურა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სხვა ირანელი, რომელიც მოსკოვის შეჭრის მხარდასაჭერად უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავა, ასევე გახდება სამიზნე.

“თქვენ არ უნდა იყოთ იქ, სადაც არ უნდა იყოთ. ისინი ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ჩვენ ისინი აქ არ მოგვიწვევია და თუ ისინი ტერორისტებთან თანამშრომლობენ და ჩვენი ერის განადგურებაში მონაწილეობენ, ჩვენ უნდა მოვკლათ ისინი”, – განაცხადა დანილოვმა.

იტვირთბა....