“ქართული ოცნების” დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო.მან აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ გამოიჩინა მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეუდგა პუნქტების შესრულებას.
“გამოვიჩინეთ ის მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც გვაქვს და ამიტომ მეორე დღიდან შევუდექით ამ პუნქტების შესრულებას, რასაც ვერ ვიტყვით იმ რადიკალ და უპასუხისმგებლო ოპოზიციაზე, რომლებმაც თითი თითზე არ დაადეს და არაფერი არ გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მე მჯერა, რომ იქნება სამართლიანად ამჯერად მაინც დანახული ის ძალისხმევა და სულისკვეთება რაც ჩვენ, “ქართულ ოცნებას” ქართველ ხალხთან ერთად გვაქვს და რა თქმა უნდა, ამ სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს”.