საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეწყალების საკითხთა კომისიის შემადგენლობაში ცვლილება შევიდა, რომლითაც კომისიას ორი ახალი წევრი – ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი შეემატა.
განახლებული შემადგენლობით, კომისიაში 11 წევრია: ზვიად ქორიძე, ლია მუხაშავრია, ეკა გიგაური, ბასა ჯანიკაშვილი, რევაზ კიკნაძე, კონსტანტინე ჯანდიერი, უჩა ნანუაშვილი, გივი შაჰნაზარი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ზაზა ფირალიშვილი.