ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მესამე სართულიდან პაციენტი გადახტა

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან პაციენტი გადახტა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა კაცი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გვიან საღამოს შეიყვანეს, ის მესამე სართულის პალატაში იყო მოთავსებული. 29 წლის კაცის მგდომარეობა მძიმეა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ცნობით, მას გაქცევის მცდელობაც ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ოთახში მარტო დარჩა, გადახტა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. ქავთარაძის ქუჩაზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილ 29 წლის კაცს გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს.

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

იტვირთბა....