ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინამ მსოფლიოში ხო დატოვა ურდო დიდი ხნით კეთროვანად და აგერ თავის ოდესღაც სამწყსოშიც მთლად უნიფხვოდ რჩება – ბუკა პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბოლო ცნობებს აქვეყნებს და წერს:

“გამარჯობა მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოვიდა სიახლეებით და უკრაინის და საერთაშორისო ფრონტებიდან!
უკრაინის ფრონტის მთელს გაყოლებაზე კვლავინდებურად მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები, არტილერიული დუელი და ძალების გადაჯგუფება! კვლავინდებურად ყველაზე მეტად ცხელა დონეცკის მიმართულებაზე! ავდეევკასა და ბახმუტზე ყველაფერი უცვლელად არის – ივსება ბრძოლის ველი ურდოს ჩმობიკებით და ვაგნერის ზეკებით! მარინკას აუთავებს ურდოს არტილერია და ავიაცია, რომ მიწასთან გაასწოროს და დასაცავიც აღარაფერი იყოს, მაგრამ ჩვენები მაინც ინარჩუნებენ კონტროლს მარინკის უმეტეს ნაწილზე!
ლუჰანსკში სვატოვო კრემენნაზე ისევ დიიინჯად, მაგრამ მყარად მიიწევენ წინ ჩვენები! ურდო პანიკობს, რომ უკრაინა ახდენს ძალების კონცენტრაციას რათა სწორედ ამ მიმართულებაზე განახორციელოს მორიგი გარღვევა!
ზაპოროჟიეში ვითარება უცვლელია! მელიტოპოლი ორივე მხრიდან ყურადღების ცენტრშია! ნოვა კახოვკა-მელიტოპოლის ტრასაზე მოძრავ ურდოს კოლონებს ადუღებენ ჩვენები!
ხერსონი ფრონტის პირა ქალაქია. ურდო დნიპროს იქითა ნაპირიდან ბომბავს ქალაქს და მიმდებარე რაიონებს! ჩვენებიც არ რჩებიან ცხადია ვალში და უბაგუნებენ არტილერიით, სადამდეც წვდებიან!
როგორც მოსალოდნელი იყო და გატყობინებდით გუშინ, ევროპარლამენტმა წამოაგო შამფურზე რუსეთი და აქცია ტერორიზმის სპონსორ ქვეყანად!
ჰოდა რუსეთი და პუტლერი რისი ტერორისტია! კენჭისყრა რომ მიდიოდა პირველი სარაკეტო თავდასხმა მაშინ განახორციელეს, მეორე კი შედეგების გამოცხადებიდან ცოტ ხანში!
საღამოს ზელენსკიმ მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და მიმართა კიდეც სიტყვით!
საბჭოს დემოკრატიულმა წევრებმა ჩატკეპნეს დიპლომატიურად რუსეთი, ჩინეთმა მხარეებს!!!!! მოუწდა თავშეკავების და მოლაპარაკებისკენ, ურდოს ჩუჩენზიამ, ეს დაბომბვები უკრაინული ჰსთ-ს რაკეტებით და ნატო-ს სიატემების ბრალიაო! ვინც მაგას ეგ ტექსტი ჩოუდო მოსკოვიდან, იმის თავში რა ხდება ხვდებით ალბათ!
ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ: ასე 10 დღეში- 2 კვირაში ურდო ემზადება და ბომბავს უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას! მერე შეიკრიბება ეს გეერო და გამოთქვამს აღშფოთება-შეშფოთება! რავი, მე მგონი უკრაინა ამ ომში პუტლერის ტერორისტულ რუსეთსაც დაასრულებს და გაეროც ახალი ფორმით დაიბადება!
ორმხრივად და ახვა მეავალმხრივ ფორმატებში გაცილებით უფრო ყოჩაღობს ცივილიზებული სამყარო! თეთრმა სახლმა დაბომბვიდან რამდენიმე საათში 400 მილიონის სამხედრო დახმარება გამოაცხადა; საფრანგეთი 2 ბატარეა ჰსთ სისტემას გადასცემს უკრაინას, ხოლო პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა გერმანელ კოლეგას მიმართა, უმჯობესია ჩვენთვის გადმოსაცემი პეტრიტის სისტემები დასავლეთ უკრაინაში განვათავსოთ – ჩვენც დაგვიცავს და უკრაინასაცო; ბრიტები – ჯიგრები – 3 ვერტმფრენს უესთ სი ქინგ 61 აძლევენ ჩვენებს! ეს იქნება პირველი მერცხლები და მერე რამდენი ვერტმფრენი და რა ტიპის თვითმფრინავები მოყვება, ვნახავთ მალე!
ამასობაში ერევანში რაღაცას ყელყელაობდა ფოტოგრაფებთან ჯაგლაგი სერჟიკა (აბა ინდონეზიაში მაგას ხელს აღარავინ ართმევდა და მიუნხენის კონფერენციაზე მაგას არ უძახიან და საცა გასდის ჯერჯერობით, იქ ყინჩობს, მაგრამ მგონი მანდაც ბოლო გაფართხალება იყო)! პუტლერთან კიდევ საერთოდ არავის უნდოდა ახლოს დგომა! ფაშინიანმა კუხოს სამიტის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა!
უკრაინამ მსოფლიოში ხო დატოვა ურდო დიდი ხნით კეთროვანად და აგერ თავის ოდესღაც სამწყსოშიც მთლად უნიფხვოდ რჩება!
უკრაინელი ენერგეტიკოსები არიან გმირები!
უკრაინელი ექიმები არიან გმირები! მცირეწლოვან ბავშვს გულზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს სანთლის შუქზე!
ქართველი მეომრები არიან გმირები! დიდება მათ, მადლობა მათ და მარადიული ხსოვნა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ჩვენს გმირებს!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ნადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....