გორის ეპარქიამ მერიისგან 80 000 ლარი მიიღო ელექტროენერგიის გადასახადისთვის. გორის 2022 წლის ბიუჯეტში რელიგიური ორგანიზაციების ელექტროენერგიის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა სრულად გადაეცა ეპარქიას.
როგორც ცნობილია, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ეს თანხა 120 000 ლარამდეა გაზრდილი.
“რადიო თავისუფლების” ცნობით, გორის ბიუჯეტმა წელს ეკლესიის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებაში უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე მარტოხელა მშობლების დახმარებაში, სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაციაში და ქალთა სპორტის განვითარებაში.
წყარო: რადიო თავისუფლება