“ვივა მედის” კლინიკაში სახელმწიფო კონსილიუმმა მუშაობა დაასრულა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში აფასებდნენ.
ხოლო,დასკვნა, რომელზეც ემპათია” მუშაობს, იმ მზად ორ დღეში იქნება.
მე ვიცავ ექიმის ეთიკას და პირველყოვლისა, პაციენტის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია მოგაწოდოთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ კონსილიუმი ჩატარდა, ეხლა იწერება დასკვნა და გამომდინარე აქედან თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს და ყველა ინფორმაციას მიიღებთ მას შემდეგ რაც დასკვნა დაიდება. მათი პრიორიტეტია და პრეროგატივა, მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, თუ მათ აქვთ, რასაკვირველია, ეს ინფორმაცია, მაგრამ, რეალურად, პაციენტის მდგომარეობაზე საუბარი, პაციენტის ინტერესებიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არის რეკომენდირებული, – ამბობს ექიმი-პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე “მთავარ არხთან”.