ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი ტელეფონით ფაშინიანს ესაუბრა – რაზე ისაუბრეს მხარეებმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

“სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხების შესახებ. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესებისა და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას.

ქვეყნების პრემიერებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მუდმივი განვითარების აუცილებლობას და შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთს უწყებათაშორისი კომისიის სხდომის გამართვაზე, რომლის ჩატარებაც ერევანში იგეგმება, 2023 წლის დასაწყისში.” აცხადებს მთავრობა

იტვირთბა....