aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩვენ გვაკრიტიკებენ, როცა ფოტიგას და კუბილიუს შენიშვნას ვაძლევთ და ევროკომისარზე თავდასხმა „მოსულა“? – ირაკლი ზარქუა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის მხრიდან ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის კრიტიკას გამოეხმაურა. მან ოპოზიციას კითხვით მიმართა: ევროკომისრის კრიტიკა „მოსულა“ , რომლის კომენტარებიც ოპოზიციას არ მოსწონს და ევროპარლამენტართა კრიტიკა მიუღებელია, რადგან ისინი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ?

„მინდა გამოვეხმაურო სამარცხვინო ფაქტს, რაც გუშინ ქალბატონი სამადაშვილისგან მოვისმინეთ. მე არ ვიცი ეს ადამიანი, როგორ იყო ევროკავშირში ჩვენი დიპლომატი და სახე. გუშინ რა იკადრა, როგორ გამოხტა, არაადეკვატურობაა. ცოტა სინდისი იქონიეთ, სახე შეინარჩუნეთ, მეტი არაფერი. ადამიანი ევროკომისარია, რომელიც ობიექტურად მიმოიხილავს და ობიექტურად ასახავს იმ გამოწვევებს და მიღწევებსაც, რაც რეალობაა. რა იყო ის გუშინ? რადგან მისი განცხადებები არ მოგეწონათ, თავდასხმა „მოსულა“? სად არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ გვაკრიტიკებენ, როცა ფოტიგას და ბატონ კუბილიუს სამართლიანად შენიშვნას ვაძლევთ ან მივუთითებთ, რომ სიმართლე ილაპარაკონ. მაშინ რომ გამოხტებიან, ის რა იყო რაც გუშინ მოხდა, ეს მისაღებია?
არასამთავრობოებს მოვუწოდებ, სად არიან, ევროკომისარზე გუშინ თავდასხმა რომ მოაწყო „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალებმა, მათ შორის უკვე ჩამოშორებულმა ქალბატონმა სამადაშვილმა? ეს სამარცხვინო იყო.
ეს იყო თქვენთვის ნიღბის კიდევ ერთხელ ჩამოხსნა. თქვენს ინტერესებში არ შედის ქვეყანა წინ წაიწიოს მმართველი პარტიის ხელში. თქვენს ინტერესებში არის, როგორმე დაძაბოთ, ესკალაცია გამოიწვიოთ და რევოლუციური სცენარი განავითაროთ, რისი საფუძველიც ქვეყანაში არ არსებობს“, – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი უნგრეთის პრემიერის, ორბანის პარტიის მიერ არის წარდგენილი, ორბანი კი პუტინის პოზიციების მოკავშირეა. მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ დარჩენილია მხოლოდ ორბანის პარტიის იმედად, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ვერ იქნება ძლიერი მოკავშირე.

იტვირთბა....