იტალიური „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, წელის ტრამვის გამო, მაროკოსთან ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს. მის ნაცვლად გუნდს ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი სანდრო ალთუნაშვილი შეუერთდა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და მაროკოს ნაკრებების დაპირისპირება 17 ნოემბერს შედგება.