უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინელი სამხედროები ყველა ტერიტორიას ეტაპობრივად გაათავისუფლებენ. მისი განმარტებით, დონეცკსა და ლუგანსკში მძიმე ვითარებაა, ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის, სოლიდარისა და ავდევკას მიმართულებით, ხერსონის გათავისუფლება კი აღმასვლის იმედს იძლევა:
“ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ყველა ტერიტორიას, გათავისუფლების სცენარის გეგმები მუშავდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკიდურესად მძიმე ვითარებაა. მესმის, რომ ხერსონის ეიფორიის ფონზე, ეს უკანა პლანზე გადადის, მაგრამ ჩვენ პრაგმატულად ვუყურებთ. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის, სოლიდარისა და ავდევკას მიმართულებით, მუშავდება გეგმები აზოვის ზღვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და ზაპოროჟიეს რეგიონის წყლების განბლოკვის მიზნით, მუშავდება სცენარი ხერსონის მარცხენა სანაპიროს გასათავისუფლებლად ყირიმში კონცენტრირებული რუსული დაჯგუფების დემობილიზაციისთვის, ეს მძიმე სამუშაოა, როცა ხარკვის რეგიონი სწრაფად გათავისუფლდა, ყველა ელოდა, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაფერი შენელდა ხალხი გარკვეულწილად იმედგაცრუებული იყო. ახლა ხერსონი ისვე გვაძლევს აღმასვლას და ყველა ამბობს – ხვალ ავიღოთ ყირიმი – არა ეს იქნება ხანგრძლივი, მძიმე შრომა, რომელიც ნაყოფ გამოიღებს”.