საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ტვიტერ“ – პოსტით თურქეთში მომხდარ გუშინდელ აფეთქებას გამოეხმაურა.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო. ღრმად თანავუგრძნობ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენთანაა ამ რთულ დროს“ , – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში მომხდარმა აფეთქებამ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80-ს აჭარბებს. თურქეთის შსს-ის განცხადებით, პირი, რომელმაც აფეთქება გამოიწვია, დაკავებულია.