აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩო გარდაუვალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩო გარდაუვალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, საუდის არაბეთის აღმოსავლეთ ქალაქ დაჰრანში, სადაც აშშ-ის საკონსულო მდებარეობს ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიის მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმებია მოსალოდნელი.

„არ მიხვიდეთ აშშ-ის საკონსულოში. დაუყოვნებლივ დაიმალეთ თქვენს საცხოვრებელში, ყველაზე დაბალ სართულზე და ფანჯრებისგან მოშორებით. არ გახვიდეთ გარეთ. დაჰრანში აშშ-ის საკონსულო ქალაქში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავშესაფარი დაიკავონ, გადახედონ უსაფრთხოების გეგმებს თავდასხმის შემთხვევაში და მზად იყვნენ შემდგომი თავდასხმებისთვის. აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლები თავშესაფარში იმყოფებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობით, საელჩომ გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის საელჩოს ღამით ორი დრონი დაეჯახა, რამაც მცირე ხანძარი გამოიწვია და საელჩო დროებით დაიხურა.

იტვირთბა....