ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ხერსონში ანტონოვკის ხიდი ნაწილობრივ დაანგრიეს

უკრაინის ქალაქ ხერსონთან მდებარე ანტონოვკის ხიდი ნაწილობრივ დანგრეულია. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინულ მედიასაშუალებებს უდასტურებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. დაზიანებული ხიდის ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელებშიც. ასევე რუსული პროპაგანდისტული გამოცემის – „კომსომოლსკაია პრავდა“ – კორესპონდენტმა, ალექსანდრ კოცმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ხიდთან გადაღებული ვიდეო, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ანტონოვკის ხიდი, როგორც ჩანს, ააფეთქეს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე რუსეთის ჯარების გადასვლისას.

ანტონოვკის ხიდი მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირების დამაკავშირებელი, საავტომობილო ხიდია.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები ხერსონს, დნეპრის მარჯვენა სანაპიროს ტოვებენ.

იტვირთბა....