ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მეგონა, ხუმრობა იყო” – ბაჩო დოლიძე ჩალაძის თავმჯდომარეობის სურვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის თქმით,ხუმრობად აღიქვა, როცა გაიგო, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე სურვილი გიორგი ჩალაძემ გამოთქვა.

„ახლახან გავიგე, მეგონა, რომ ხუმრობა იყო, მაგრამ ყველას არჩევანს პატივს ვცემ. დღეს უკვე აქტიურად დავიწყებთ კომუნიკაციას თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს და რა დროს უნდა ჩატარდეს არჩევნები. იმიტომ, რომ აუცილებელია კანდიდატებმა აწარმოონ სრულფასოვანი კამპანია ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად, ეს აბსოლუტურად ნორმალური, დემოკრატიული პროცესია და ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს, როგორც ფორმას ასევე დროს, თუ როგორი ტიპის არჩევნები გვინდა“, – განაცხადა დოლიძემ.

იტვირთბა....