უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსები ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ გარბიან.
„რუსებმა მორიგი უაზრო დანაშაული ჩაიდინეს. ისინი [რუსები] სამარცხვინოდ გარბიან ბრძოლის ველებიდან და შურს იძიებენ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმით. რუსი ფორმიანი ავაზაკები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთ საქციელზე. ასევე, მათი ტერორისტული სახელმწიფო“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.