აქცია გორის ჰოსპიტალთან – სამედიცინო დაწესებულების დასუფთავების თანამშრომლები მათი 280 ლარიანი ხელფასის 500 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.
საუბარია 50-მდე ადამიანზე, რომლებიც ჰოსპიტალის კონტრაქტორ კომპანია “ჯითი გრუპიში” არიან გაფორმებული.
ხელფასების მატებასთან ერთად, ისინი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადასვლასაც ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ დღესვე არ იქნება მათთვის მისაღები პასუხი, სამსახურს დატოვებენ.