IX მოწვევის კიევის საკრებულომ II სესიის პლენარულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსული ენა მოიხსნას სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებიდან. კიევის საკრებულოს დეპუტატის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის ხელმძღვანელის, ვადიმ ვასილუჩკის განცხადებით, რუსეთთან ომის პირობებში უკრაინულ ბაღებსა და საჯარო სკოლებში რუსული ენის შესწავლა გაუმართლებელია.
“რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „რუსეთი აღწევს იქამდე, სადამდეც გავრცელებულია რუსული ენა“. აქედან გამომდინარე კიევის საკრებულოს დეპუტატთა კორპუსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობის ესკალაციისა და კიევის საგანმანათლებლო სივრცის დაცვის საშუალებას მისცემს აგრესორი სახელმწიფოს ჰიბრიდული გავლენებისგან. ენა მნიშვნელოვანია და ომის დროს ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია” – განაცხადა ვასილუჩკიმ.