გავრცელებული ინფორმაციით, გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ყოფილმა ბუღალტერმა ბიუჯეტის ფული ტრანსპორტიის სააგენტოდანაც მოიპარა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თანხა რამდენიმე ათასი ლარია.
სააგენტოს დირექტორი არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას. ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს რომ “სუს”- მა დოკუმენტაცია წაიღო და ისიც გამოკითხეს.
ოპოზიცია მის უკან მაღალჩინოსნების ინტერესებს ხედავს და საკრებულოს სხდომაზე ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნას მოითხოვს .
უკვე ცნობილია, რომ ინიციატივას მხარს მმართველი გუნდი არ დუაუჭერს. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, კორუფცია ყველგან არის.