ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში არჩევნების დროს გარდაცვლილმა კანდიდატმა ხმების 85% მიიღო

პენსილვანიის შტატში ხელახლა იქნა არჩეული ტონი დელუკა – მიუხედავად იმისა, რომ ის გასულ თვეში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 85 წლის დელუკა 9 ოქტომბერს ლიმფომით გარდაიცვალა.

დემოკრატი ენტონი “ტონი” დელუკაზე არჩევანი შტატის მცხოვრებთა 85%-ზე მეტმა შეაჩერა.

გამოცემა The Guardian წერს, რომ დელუკას გარდაცვალების დროისთვის, ბიულეტენის შეცვლა ან სხვა კანდიდატის დასახელება უკვე დაგვიანებული იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარმოუდგენლად ვწუხვართ ჩვენი წარმომადგენლის, ტონი დელუკას დაკარგვის გამო, ჩვენ ვამაყობთ, რომ ამომრჩევლები კვლავ ენდობპდნენ მას და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებას გამოხატავენ მისი არჩევით“, – წერს პენსილვანიის შტატის დემოკრატიული კამპანიის კომიტეტი.

არსებული ცნობებით, შტატში რიგგარეშე არჩევნები მალე დაინიშნება.

იტვირთბა....