ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შიდა დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში”: “ამ ადამიანს უნდა რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატი, რომან გოცირიძე თანაპარტიელ გიორგი ჩალაძის მიერ ენმ-ის თავმჯდომარის ახალ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას facebook-პოსტით გამოეხმაურა.

„ამ ადამიანს უნდა რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?
ეს პოსტი, შევარდნაძე-ქართული ოცნების დეზინფორმაცია, გამოაქვეყნა აგვისტოს თვეში, სრულიად უმიზეზოდ.
კომიკური სახე მიიღო უკვე პროცესმა.
პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით“ .

შეგახსენებთ, 21 აგვისტოს გიორგი ჩალაძემ დაწერა facebook-პოსტს: „ზოგიერთს ინტელექტი აკლია (ან არ აქვს) , ზოგი ვირეშმაკაა. ზოგიც უბრალოდ კუპონა. ან რაც გინდათ ის დაუძახეთ“ . ტექსტს თან ახლდა კუპონის ფოტო. პოსტი რომან გოცირიძეს მიემართებოდა. გოცირიძის დღევანდელ პოსტს სწორედ ჩალაძის 21 აგვისტოს ზემოაღნიშნული პოსტის სქრინი ახლავს.

იტვირთბა....