ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“სანამ დაღლილობას იგრძნობთ, გაიგეთ, რომ პუტინი არ დაღლილა ომით” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა,ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა არ ეთანხმება რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებას, რადგან ვლადიმერ პუტინის განცხადებები მშვიდობის სურვილის შესახებ არ არის გულწრფელი.

“მათ არ უნდათ ამ ომის დასრულება. სანამ რაიმე სახის დაღლილობას იგრძნობთ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი – რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელი -არ დაიღალა ომით. ის [პუტინი] შეიძლება დაიღალა ზოგადად ცხოვრებით მისი ასაკის გამო, მაგრამ ის ნამდვილად არ დაღლილა ომით.რუსეთმა შეიძლება იგრძნოს სანქციების გავლენა და ეშინოდეს თავისი ხალხის უკმაყოფილების, მაგრამ ის აგრძელებს ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფას.თუ რუსეთს ნამდვილად სურს მშვიდობა, ჩვენ ამას ნამდვილად დავინახავთ. შეუძლებელია მშვიდობის სურვილი მხოლოდ სიტყვებით – სიტყვები არ კმარა. ომის შესაჩერებლად, გამოიყვანეთ თქვენი ჯარები, შეწყვიტეთ ხალხის მკვლელობა… მათ უნდა აანაზღაურონ მიყენებული ზიანი და დამნაშავეები ციხეში უნდა წავიდნენ. სიტყვები ძალიან ცოტაა”, – თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინა ოფიციალურად ამბობს უარს პუტინთან მოლაპარაკებებზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უკრაინა ვერ აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.

იტვირთბა....