უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ხერსონის რეგიონში, რუსები ანადგურებენ ყველაფერს,მათ შორის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას,ძარცვავენ მუზეუმებს,თითქმის შეწყვეტილი აქვთ რეგიონის საკვებით მომარაგება.
მისივე განცხადებით, საომარი მდგომარეობის საბაბით “რუსეთის ხელისუფლებამ” მოაწყო მატერიალური ფასეულობების და ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნივთების მასობრივი ქურდობა ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე.
“აღმოჩნდა, რომ დამპყრობლებმა გაძარცვეს შოვკუნენკოს სახელობის ხერსონის რეგიონალური ხელოვნების მუზეუმი და გაიტანეს არა მხოლოდ ძვირფასი ექსპონატები, არამედ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები. ხერსონის ოლქის სახელმწიფო არქივიდან ამოღებულია ყველა საოფისე ტექნიკა, ასევე საარქივო მასალა, მათ შორის მე-18-19 საუკუნეების დოკუმენტები”, – ამბობს ის.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი ნათლად აჩვენებს, რომ ეს არის წარსული ომი მომავლის წინააღმდეგ.