ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს

სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, ყარამან ქუთათელაძე, იღებს. ის მხატვარი და ფესტივალ “Fest i Nova-ს” დამფუძნებელია.

განაცხადებს რექტორის არჩევნებში მონაწილეობისთვის აკადემია 6 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით იღებდა.

როგორც “რადიო თავისუფლება” იუწყება, მათ აკადემიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ სხვა მსურველი არ ყოფილა.

ყარამან ქუთათელაძის, როგორც რექტორობის კანდიდატის, პროგრამა სამხატვრო აკადემიის ვებსაიტზე დღეს გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, რექტორად არჩევის შემთხვევაში ის სტუდენტებს რეზიდენციებს, ღია სახელოსნოებსა და ახალი ცოდნის ლაბორატორიას, აბიტურიენტებს მოსამზადებელ კურსებს, აკადემიას კი სტრატეგიული და საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით აღჭურვას და უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების შექმნას ჰპირდება.

რექტორის არჩევნები 18 ნოემბერს გაიმართება. აკადემიის რექტორს 4 წლის ვადით 11 ადამიანისგან შემდგარი აკადემიური საბჭო აირჩევს.

ერთკანდიდატიან არჩევნებში გაიმარჯვა ჯაბა სამუშიამაც, რომელიც 20 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

იტვირთბა....