ირანმა პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა შექმნა. ირანული მხარის ცნობით, ახალი რაკეტა ყველა სახის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გადალახვას შეძლებს და ათწლეულების განმავლობაში არ იქნება ისეთი სისტემა, რომელიც მის განეიტრალებას შეძლებს.
ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა არის გამიზნული მტრის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განადგურებისთვის და არის „მნიშვნელოვანი ნახტომი“ ამ სფეროში.
ჰიპერბგერით რაკეტას ფრენა ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ სწრაფად შეუძლია.