ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

რუსეთის ყველა პროპაგანდისტს ცხვირპირი ჩამოსტირის – სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები რუსეთის დამარცხების ტოლფასია.

“ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში გადახდილია უძვირფასესი ფასი – ასეულობით ჩვენი დაღუპული მებრძოლის, მათ შორის ქართველების სიცოცხლე. რუსეთის ყველა პროპაგანდისტს ცხვირპირი ჩამოსტირის. ეს არის ასევე პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფა. ძალიან ვამაყობ ჩვენებით!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....