[su_quote]რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც სპეკულაციების საგანი გახდა და კიდევ გახდება, იმ რეალურ ისტორიას ვერ შეცვლის, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის უკან დგას. ის არის ადამიანი, რომლის უშუალო პოლიტიკური ლიდერობითაც, პირველ რიგში, საქართველოში მოქალაქეებს სახელმწიფო დაუბრუნდათ. ჩვენს ქვეყანაში რეალური დემოკრატია დაბრუნდა, როდესაც მოქალაქეების ხმას, მათ არჩევანსა და მათ პრობლემებზე საუბარს აზრი აქვს. როდესაც ჯანდაცვა, სოციალური დაცვის სისტემა, მართლმსაჯულება და სამართალდამცავი სტრუქტურები მოქალაქეებს ემსახურება. ბიზნესი არის თავისუფალი, მედია კი უფრო მრავალფეროვანი. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესი აქვს. ეს არის რეალურად ის საქმეები, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით საქართველოში გაკეთდა.[/su_quote]
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე.