ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახი კალაძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშს. კალაძემ თეა წულუკიანის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გარკვეული ადამიანების დაჯგუფებას არ სურთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის პატრიოტია და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავს.
„ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ცხადია, გარკვეული ადამიანების დაჯგუფება, ვინც თითქოს საუბრობს, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარია, რეალურად ისინი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები არიან. მათ არ სურთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის პატრიოტია, რომელიც მოქალაქეებზე, ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავს, სიმშვიდის შენარჩუნებაზე”,- აღნიშნავს კალაძე.