ჩვენს ამომრჩევლებს, მომხრეებს ჩვენთან ბევრი შენიშვნა აქვთ, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რატომ ვერაფერი შევძლით, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ იყოს, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. იმისთვის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტად აქტიური იყო, რაც უფრო მეტად განაახლებ ლეგიტიმაციას, პირიქით, მისასალმებელია.”,- აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ გააკეთა.
წითლიძის თქმით,ბოლო ორი თვეა, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა პარტიული არჩევნების საკითხი დისკუსიის საგანია და საუბარი მხოლოდ არჩევნების ჩატარების დროსთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას ხელახალი ლეგიტიმაციის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ეს საკითხი თავად ნიკა მელიამ დააყენა.
“პარტიის თავმჯდომარეს ამ თანამდებობაზე ლეგიტიმაცია აქვს, მაგრამ ამის გადახედვა თავად ნიკა მელიას ინიციატივა იყო. თავად ნიკა იყო ინიციატორი იმისა, რომ მისი ლეგიტიმაციის საკითხი ხელახლა დამდგარიყო. მისი არგუმენტი შემდეგია: მაშინ როცა პარტიის პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება ისედაც ეწურება და პოლიტსაბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს, ასევე პარტიის წესდების გათვალისწინებით, არჩევნები ყველგან, ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, მელიას პოზიცია იყო, რომ პარტიის თავმჯდომარის ლეგიტიმაციის საკითხი ხელახლა დამდგარიყო. არის კითხვები და ეს კითხვები ლეგიტიმურია. ჩვენს ამომრჩევლებს, მომხრეებს ჩვენთან ბევრი შენიშვნა აქვთ, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რატომ ვერაფერი შევძლით, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ იყოს, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. იმისთვის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტად აქტიური იყო, რაც უფრო მეტად განაახლებ ლეგიტიმაციას, პირიქით, მისასალმებელია.” პირადად მეც მაქვს არაერთი ინტერვიუ, სადაც ვამბობ, რომ არ ვეთანხმებოდი ნიკას საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს, ისევე როგორც დღეს არ ვეთანხმები თანაგუნდელების მიერ საჯაროდ გამართულ ბრიფინგს. სხვადასხვა თემაზე აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო. მოლოდინი იმისა, რომ პარტიას ვინმე დატოვებს, არა მაქვს, რადგან პარტიას ღირებულებები და იდეები აერთიანებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ “რუსული ოცნების” დამარცხება გვინდა, ამის ფორმულა ერთიანი და ძლიერი “ნაციონალური მოძრაობაა”. არ ველი, რომ ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული მოხდება”, – აღნიშნა ანა წითლიძემ.