ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად უნდოდა ვადამდელი არჩევნები, რომ საკუთარ პარტიაში ჩანიშნა – იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად უნდოდა ვადამდელი არჩევნები ჩანიშნულიყო, როგორც ჩანს, საკუთარ პარტიაში ჩანიშნა – არეულობის უკან კეზერაშვილი და მისი კრიმინალური ფული დგას, სწორედ ამ ფულის გადანაწილებისთვის ნადირობას ვხედავთ”.

იონათამიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა შეუქცევადი პროცესია, ხოლო “ნაკლები „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ნაკლებ რადიკალიზაციას ჩვენს პოლიტიკაში და მეტ სიახლოვეს ევროპაში“.

„ძალიან დრამატული საყურებელია, რაც ხდება და ერთია მნიშვნელოვანი, რომ გუშინ გაიხსნა ტრანსნაციონალური დანაშაული, რომლის კვალი, სავარაუდოდ, კეზერაშვილამდე მიდის და ახლა ტარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვადამდელი არჩევნები, რომლის კვალი ასევე, კეზერაშვილამდე მიდის.

ცხადია, ამ არეულობის უკან დგას არამხოლოდ კეზერაშვილი, არამედ მისი კრიმინალური ფული და სწორედ ამ ფულის გადანაწილებისთვის ნადირობას ვხედავთ ჩვენ. ის, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია, ეს თავად აღიარა და ცდილობს ფარულად ჰქონდეს გავლენები პოლიტიკაში, მათ შორის, მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ამ მხრივ საინტერესოა ეს ყველაფერი,“ – თქვა რატი იონათამიშვილმა.

იტვირთბა....