ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ხერსონიდან გაქცევის წინ, რუსმა ოკუპანტებმა ტერიტორია ნაღმებით გაავსეს

ხერსონთან დაკავშირებით, ბოლო მიმოხილვაში, ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ უკან დახევის დროს, რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს რამდენიმე ხიდი და სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორია.

“ხერსონის მახლობლად მდინარე დნეპრის დასავლეთი ნაპირის დაკარგვა, დიდი ალბათობით, ხელს შეუშლის რუსეთს სტრატეგიული ამბიციის განხორციელებაში სახმელეთო დერეფნის შექმნაზე ოდესაში. გადაკვეთის პუნქტების შეზღუდული რაოდენობის გამო, რუსული ძალები დაუცველები იქნებიან დნეპრის გავლისას.“, – ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ხერსონიდან უკან დახევის ბრძანება გუშინ, 9 ნოემბერს გასცა.

იტვირთბა....