ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინაში სინამდვილეში 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა – პენტაგონი

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის ომში 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ მასშტაბის დანაკარგი აქვს უკრაინასაც.

მარკ მილის შეფასებით, დაახლოებით 40 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

ამერიკელმა გენერალმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომა უწოდა, რისთვისაც ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში გადაიხდის.

მილის არ დაუკონკრეტებია, როგორ მოიპოვა ეს ინფორმაცია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ 9 ნოემბრის მდგომარეობით, ომში 77 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა.

იტვირთბა....