აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალის თქმით, რუსეთმა, სავარაუდოდ, თავისი ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი დაკარგა და ზუსტი მართვადი იარაღის უმეტესობა გამოიყენა.
„პუტინმა მარცხი განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე იყო “,- განუცხადა კალმა ჟურნალისტებს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიისა და ეროვნული უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში.
კოლინ კალის თქმით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთს ჰყავს იმაზე მეტი მსხვერპლი, ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰყავდა ავღანეთში.