ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკისა და სევეროდონეცკის ოლქებში ოკუპანტების საწვავის საცავი ააფეთქეს:
“უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 140-ე ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის საარტილერიო დარტყმის შედეგად განადგურდა საწვავის და საპოხი მასალების რუსული საწყობი” – წერს გაიდაი.