ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შემირცხვენიხართ „ნაციონალური მოძრაობა“, რად გინდათ უნიჭო ნიკა მელია” – ჩარკვიანი

ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ დათქვან დრო, რომ შეიკრიბონ კლინიკა „ვივამედთან“ და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინონ.

ჩარკვიანის თქმით, ამისთვის სულაც არ არის საჭირო პარტიის „უნიჭო“ ლიდერი, ნიკა მელია.

„ვეყრდნობი ხელისუფლების განცხადებას, განცხადება გააკეთეს, რომ არანაირი დაზიანება პრეზიდენტს არ აქვს, არის უჯანმრთელესი, არც თავის ტვინში აქვს დაზიანებები. ახლა აღმოაჩნდა უმძიმესი დაზიანებები. ეს მხოლოდ „ემპათიის“ დასკვნა არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ვამბობ. ამიტომ, ახლა ესენი იძულებული გახდებიან, ვერ გახდებიან და შემირცხვენიხართ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია და ყველა მისი ამომრჩეველი, რომ თამარ ჩარკვიანის დასაცავი გახადეთ ეს კაცი? რად გინდათ ნიკა მელია. დათქვით საათი, დრო და კეთილი ვინებოთ და „ვივამედთან“ მივიდეთ და გავჩნდეთ სუყველა რომ თავი არ მოგვეჭრას. რა შუაშია ვიღაცა უნიჭო ლიდერი, ვიღაც ნიკა მელია, რომელიც ჩემთვის არავინ აღარ არის საერთოდ. რა გახდა ეს ერთი დიდი აქცია იმისთვის, რომ მომაკვდავი პრეზიდენტი ცოცხალი გავიყვანოთ აქედან“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

იტვირთბა....