რუსული სახელმწიფო მედია RIA ცნობით, ოკუპირებულ ხერსონში დააკავეს 9 ადამიანი, რომლებიც, მათი თქმით, უკრაინული სპეცრაზმელები (SBU) არიან.
რუსეთის მხარის ცნობით, ისინი დივერსიულ ოპერაციებს გეგმავდნენ.
“ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე გამოაშკარავებული და აღკვეთილი იქნა SBU-ს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის საქმიანობა, რომლის ამოცანები მოიცავდა ტერორისტული აქტების განხორციელებას ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მაღალი რანგის წევრების წინააღმდეგ”, – ამბობს რუსეთის FBS.