ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინაში დაღუპულ ოკუპანტთა სტატისტიკა კრიტიკულად შეიცვალა – რუსეთის დანაკარგები რეკორდულად იზრდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 77 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710]
ტანკი – 2 786 ერთეული [+15]
ჯავშანტექნიკა – 5 654 ერთეული [+24]
საარტილერიო სისტემა – 1 791 ერთეული [+9]
MLRS – 391 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 203 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 278 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 260 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 476 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 216 ერთეული [+17]
სპეცტექნიკა – 159ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

331 თვითმფრინავი
170 ვერტმფრენი
2 458 უპილოტო საფრენი აპარატი
387 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 421 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
884 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 562 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 109 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

იტვირთბა....