ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინა კრიზისის ზღვარზეა, აშშ-ის სამხედროები ამისთვის ჯერ მზად არ არიან – ადმირალი რიჩარდსი

უკრაინის კრიზისი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, მხოლოდ გახურებაა, დიდი კრიზისი ახლა მოდის და აშშ-ის სამხედროები მზად არ არიან, – ამის შესახებ აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის მეთაურმა სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა ჩარლზ რიჩარდსმა განაცხადა.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აჩვენა, რომ აშშ-ის სამხედრო შეკავების ძალა მცირდება, რაც ძალიან ცოტა ადამიანს სურს, საჯაროდ აღიაროს.

„შესაძლოა, ერთადერთი რეალური ასიმეტრიული უპირატესობა ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ესეც კი შეიძლება, გაქრეს, თუ ამერიკა არ დააჩქარებს ტემპს ტექნიკური პრობლემების გამოსწორებით და ახალი მშენებლობის დაწყებით.

როგორც ვაფასებ ჩვენი შეკავების დონეს ჩინეთის წინააღმდეგ, გემი ნელ-ნელა იძირება. ის ნელა იძირება, მაგრამ იძირება, რადგან, ფაქტობრივად, ისინი თავიანთ შესაძლებლობებს სამხედრო სფეროში უფრო სწრაფად ახორციელებენ, ვიდრე ჩვენ“, – აღნიშნა ჩარლზ რიჩარდსმა.

იტვირთბა....