ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტიკოსი და საქართველოს პარლამენტის წევრი 1992-95 წლებში ირაკლი შენგელაია 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ირაკლი შენგელაია 1947 წლის 10 იანვარს დაიბადა.1971 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინფორმაციო-გამზომი ტექნიკის ფაკულტეტი.
1980-90-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი. სხვადასხვა დროს იყო ეროვნული სამართლიანობის კავშირის (1987-1989), რესპუბლიკურ-ფედერალური პარტიისა (1989-1990) და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (1990-93) თავმჯდომარე.
შენგელაიას რესპუბლიკურ-ფედერალური პარტია, ლიბერალურ-დემოკრატიულ ეროვნულ პარტია, დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის-დასი, მწვანეთა პარტია და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირთან ერთად ბლოკ თავისუფლების შემადგენლობაში მონაწილეობდა უზენაესი საბჭოს 1990 წლის არჩევნებში, ხოლო 1992 წლის არჩევნებში ბლოკ „11 ოქტომბრის“ შემადგენლობაში სახალხო ფრონტთან, რესპუბლიკურ პარტიასთან და დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის-თან ერთად.
1991 წელს შენგელაია იყო ბლოკ „თავისუფლების“ პრეზიდენტობის კანდიდატი. 1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“. იყო ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა რეფორმების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო კომისიის წევრი.