ლისიჩანსკში ბატალიონ “ახმატის” [ე.წ. კადიროველები] 30 მებრძოლია ლიკვიდირებული და 15 დაჭრილი – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
ამასთან, გენშტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 76 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +530] ტანკი – 2 771 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 5 630 ერთეული [+19] საარტილერიო სისტემა – 1 782 ერთეული [+1] MLRS – 391 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 202 ერთეული [+1] თვითმფრინავი – 277 ერთეული [+0] ვერტმფრენი – 260 ერთეული [+0] უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 472 ერთეული [+7] ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0] გემი/ნავი – 16 ერთეული [+0] მანქანები და საწვავის ავზები – 4 199 ერთეული [+8] სპეცტექნიკა – 157 ერთეული [+2] უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.