ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპირებულ ხერსონში მოსახლეობა წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსული იერიშის შედეგად, ოკუპირებულ ხერსონში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა. ოკუპანტების თავდასხმამ სამი ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.

როგორც ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, იური სობოლევსკიმ განაცხადა, დაზარალდა რეგიონის დაახლოებით 10 დასახლებული პუნქტი, ისევე როგორც მთავარი ქალაქი.

რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა ელექტროენერგიის გათიშვაში რუსეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, რეგიონის ქალაქ ბერისლავში, დაახლოებით 1,5 კმ (ერთი მილი) ელექტროგადამცემი ხაზები განადგურდა, რის გამოც ელექტროენერგია მთლიანად გაითიშა.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინა ემზადება მეორე შეტევისთვის, რათა დაიბრუნოს ხერსონის რეგიონის მეტი ნაწილი. ხერსონის ხელახლა აღებას უკრაინისთვის უდიდესი ლოჯისტიკური ღირებულება ექნება.

იტვირთბა....