ერთ-ერთ Facebook ჯგუფში მოქალაქე თინათინ გოგუაძე წერს, რომ გვიან ღამით, სახლში უცნობი პირი შეუვარდა. შემთხვევა დიდ დიღომში მოხდა. როგორც ის წერს, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ოქმში არასწორი ინფორმაციის ჩაწერა სცადეს:
[su_quote]დღეს ღამით 1:25 საათზე დაახლოებით, დიდ დიღომში, სახლში შემომივარდა კაცი. იქნებოდა დაახლოებით 30-40 წლის. კარების ბრახუნის (შემომტვრევის) ხმამ გაგვაღვიძა მე და ჩემი უფროსი შვილი, რომელიც არის 12 წლის. კარებთან ახლოს დივანზე ჩამძინებია იმ ღამით. ხმაურზე თვალი, რომ გავახილე, კარებთან, სახლში შემოსული კაცი დავინახე. მაშინვე წამოვვარდი, და ვუყვირე “აქ რას აკეთებ, გაეთრიე სასწარფოდ სახლიდანთქო”. უკან დაიხია ორი ნაბიჯით და გაიქცა.
მყავს სამი არასრულწლოვანი, შვილი. პირველი მათ უსაფრთხოებაზე ვიფიქრე. მე ვერ გავეკიდე ამ კაცს, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი სახლში. უცებ რაც მოვიფიქრე, ტელეფონი ავიღე და მეზობლებს მივწერე. მათ 112 გამოიძახეს.
მოვიდა პოლიცია. სამი ადამიანი. დეტალურად მოვუყევი, ყველაფერი მახსოვდა, ზედმიწევნით თანმიმდევრულად. ოქმი არ გვაქვსო. ფურცელზე დაწერეს ჩემი მონაყოლი და ხელის მოწერა მთხოვეს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, წაკითხვის გარეშე ხელს არაფერს ვაწერ. წავიკითხე ოქმი და ეწერა შიგნით, რომ თითქოს “ფანჯრიდან გავიხედე და მომეჩვენა რომ ვიღაც ჩემთან შემოსვლას ცდილობდა.” ამაზე პროტესტი გამოვხადე, ამას ხელს არ მოვაწერ, ასე არ ყოფილათქო, მეზობლებიც იქ იყვნენ, გავღიზიანდი. შეცვალა გოგონამ, ვინც ამ ოქმს ფურცელზე წერდა, და დაწერა მართლა რაც მოხდა. გამემშვიდობნენ, რომ კამერებს ამოიღებდნენ. თუმცა, არაფრის იმედი მათგან მე არ მაქვს”
ძლიერი ვარ, რთული სიტუაციებში არ ვიბნები. გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ ხოლმე. რომ დამთავრდება ყველაფერი, მერე მეწყება ემოციურად შფოთი და ფრაგმენტები. მას შემდეგ ვფიქრობს, მარტო სამ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად, როგორ შეიძლება მოვიქცე ასეთ დროს[/su_quote] – წერს მოქალაქე