ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

დამწვარი ავტომობილები და განადგურებული საწყობები – რუსებმა მიკოლაევზე მორიგი იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა წუხელ მიკოლავი S-300 რაკეტებით კიდევ ერთხელ დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განადგურდა საწყობები, ადმინისტრაციული შენობა, საცხოვრებელი სახლები, დაიწვა 10-ზე მეტი ავტომობილი.

„წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია.

იტვირთბა....